„საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით
მგზავრობისას, ვეტერანებს უკვე შეუძლიათ
50%-იანი
შეღავათით
ისარგებლონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ
2019 წლის
22 იანვარს
გამოსცა
N44 განკარგულება,
რომლის
თანახმადაც
ომისა
და
თავდაცვის
ძალების
ვეტერანებისთვის დაწესდა
50%-იანი
შეღავათი
საქართველოს
რკინიგზის
მაგისტრალური
მიმოსვლის
მატარებლების
გარკვეული
კატეგორიის
ვაგონებით
მგზავრობაზე.
შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, მეორე
მსოფლიო
ომის ვეტერანებს და ავღანეთის
ომის მონაწილეებს.
ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას
შეძლებენ
სამგზავრო
ბილეთის
შეძენისას
პირადობის
დამადასტურებელი
მოწმობის
წარდგენის
შემთხვევაში.
|