კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზამ ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო შემადგენლობა განაახლა
იანვარი 24, 2017
დაბა ბაკურიანში, ტურისტების ნაკადის გაზრდასთან ერთად გაზრდილია მოთხოვნა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან მატარებელზე. საქართველოს რკინიგზამ 2016 წელს კაპიტალურად შეაკეთა და განაახლა ორი ორვაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა (ოთხი ვაგონი), აღნიშნული სარემონტო სამუშაოები თბილისის ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ შეასრულა. ოთხი ვაგონი ტურისტული სეზონის პიკის პირობებში საკმარისი არ არის სრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, საქართველოს რკინიგზა ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე იყენებს შერეულ მოძრავ შემადგენლობებს ანუ ახლადგარემონტებულ ვაგონებთან ერთად ჩაბმულია სხვა ვაგონებიც. 2017 წელს იგეგმება უფრო დიდი მოცულობის სამუშაოების ჩატარება, კერძოდ, განახლდება სამი ორვაგონიანი შემადგენლობა (სულ ექვსი ვაგონი). 2017 წლის ბოლოსთვის ბორჯომ-ბაკურიანის მონაკვეთზე იმოძრავებს მხოლოდ განახლებული ვაგონები, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით.
 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.